კახა კუკავა - არჩევნების წინ "თელასის" ტარიფი იმიტომ დარჩა უცვლელი, რომ ხელი არ შეშლოდა "ქართულ ოცნებას"

არჩევნების წინ "თელასის" ტარიფი დარჩა უცვლელი, რომ ხელი არ შეშლოდა "ქართულ ოცნებას" - ახლა კი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ტარიფის მატებით საშობაო "საჩუქარს" უკეთებს, - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფები გაზრდასთან დაკავშირებით სემეკის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

კახა კუკავა სემეკის სხდომას ესწრება. როგორც მან განაცხადა, ტარიფებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი აუდიტორის დაქირავებას და საკითხის შესწავლას გეგმავს.

"ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი გაიზარდა 1 თეთრით. მიმდინარეობს გენერაციის ტარიფების ზრდაც. 27 დეკემბერს კი გაიზრდება სამომხმარებლო ტარიფი. ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს საშობაო ”საჩუქარს” გაუკეთებს.

ჩვენ ვაპირებთ, მოვიძიოთ სახსრები და დავიქირაოთ დამოუკიდებელი აუდიტორი იმისთვის, რომ ჩატარდეს ტარიფის დამოუკიდებელი აუდიტი. კომისიის წევრები გვარწმუნებენ რომ ეს ტარიფი არის კარგად შეწავლილი. ჩვენ გვახსოვს 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გვიმტკიცებდა, რომ ტარიფში არის ზედმეტი კომპონენტები. ნაცვლად იმისა, რომ ზედმეტი კომპონენტების ხარჯზე ტარიფი შემცირებულიყო, ტარიფი იმატებს. ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნების წინ "თელასის" ტარიფი დარჩა უცვლელი რომ ხელი არ შეშლოდა "ქართულ ოცნებას". ახლა კი საშობაო "საჩუქარს" უკეთებს ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ტარიფის მატებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ამ ცივ ზამთარში, გვეყოლება უფრო ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩაუჭრიან საახალწლოდ და საშობაოდ ელექტროენერგიას", - განაცხადა კუკავამ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფები გაიზარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

რაც შეეხება მოსახლეობისთვისთვის სამომხმარებლო ტარიფის დადგენას, საკითხზე მსჯელობა სემეკის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბრამდე გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა