ადვოკატის ინფორმაციით, პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოეტი ზვიად რატიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით სახლიდან ე.წ ძველი რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს’ ზვიად რატიანის ადვოკატმა ანი ნასრაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზვიად რატიანს აქვს ტვინის შერყევა, სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რის გამოც რატიანს გადაადგილება უჭირს.

„ზვიად რატიანი გადაიყვანეს ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, ვერ გადაადგილდებოდა, აქვს ტვინის შერყევა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეტ ინფორმაციას არ ვფლობ. სახლიდან გადაიყვანეს. სხეულზე აღენიშნება დაზიანებები“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ცნობილია, რატიანი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. ის სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, ორი დღის წინ გააჩერეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს