პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს სიცრუეში ადანაშაულებს

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა, სიცრუეში ადანაშაულებს. სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა სასამართლოს ადვოკატ სოფიო გოგლიჩის მუშაობის გრაფიკი დოკუმენტაცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ რეალურად, გოგლიჩიძე არაა იმდენად დატვირთული, რომ დასკვნითი სიტყვა ვერ მოემზადებინა.

"ქალბატონმა სოფომ იცრუა წინა პროცესზე, რომ მას აქვს დატვირთული გრაფიკი. ორი დღე ჰქონდა მხოლოდ დატვირთული. გამოითხოვა პროკურატურამ ინფორმაცია, რა დატვირთვით მუშაობს ის სხვადასხვა საქმეებში, რომელიც მას აქვს. ეს ინფორმაცია გამოთხოვილია როგორც პროკურატურის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან. რომ დავაჯამოთ 2 სრული დღე თუ გამოუვა მუშაობის მხრივ. შესაბამისად, ადვოკატის გრაფიკი არაა იმდენად დატვირთული, რომ მას კვლავ მოემიზეზებინა სხდომის გადადება დასკვნითი სიტყვის მოუმზადებლობის გამო. ეს ყველაფერი ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, რაც დაცვის მხარის ტაქტიკაა", - განაცხადა პროკურორმა.

თავის მხრივ, ადვოკატმა სასამართლოს და პროკურორებს მისი მუშაობის განსხვავებული გრაფიკი წარუდგინა და აღნიშნა, რომ პროკურატურის და სასამართლოს გარდა, ის ამ დღეების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებშიც იმყოფებოდა, სადაც დაცვის ქვეშ მყოფებს ხვდებოდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესის გადადება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო