ესპანეთის მეფემ ტრადიციულ საშობაო გზავნილში კატალონიის ახლად არჩეულ პარლამენტს მოუწოდა, ესპანეთისგან გამოყოფაზე უარი თქვან

ესპანეთის მეფემ, ფელიპე მეექვსემ ტრადიციულ საშობაო გზავნილში კატალონიის ახლად არჩეულ პარლამენტს მოუწოდა, უარი თქვან ესპანეთისგან გამოყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.

სატელევიზიო გამოსვლაში ესპანეთის მეფემ აღნიშნა, რომ არ უნდა ჰქონდეს ადგილი კონფრონტაციას, რომელიც მხოლოდ განხეთქილებას და გაურკვევლობას წარმოშობს.

„2017 წელი ესპანეთში რთული იყო ჩვენი საერთო კეთილდღობისთვის, პირველ რიგში კატალონიაში შექმნილი სიტუაციის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ევროკავშირის სრულად ინტეგრირებული წევრი გახდა, ბოლო ათწლეულში ყველაფერი წარმატებული არ იყო. კატალონიის საზოგადოების შუაგულში საჭიროა ჰარმონიული თანაცხოვრების აღდგენა, რათა იდეებმა ოჯახები და მეგობრები არ გაყონ“, - დასძინა მეფემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა