მეგობარი - ზვიად რატიანს მიღებული ტრავმების გამო მეხსიერების პრობლემები დაეწყო

პოეტ ზვიად რატიანის მეგობრის, ნინო ბექიშვილის ინფორმაციით, ზვიად რატიანს მიღებული ტრავმების გამო მეხსიერების პრობლემები დაეწყო.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ცოტა ხნის წინ რატიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოტის მეგობრის ინფორმაციით, ზვიად რატიანს დაზიანებები კიდურების გარდა, თავის არეშიც აღენიშნება.

„ტვინის შერყევით გუშინ მთელი დღის განმავლობაში დადიოდა, რის გამოც მდგომარეობა დაუმძიმდა. გარდა ამისა, სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. კერძოდ, ჩალურჯებები აღენიშნება ხელებსა და ფეხებზე, ამიტომ ფეხზე ვერ დგებოდა. დაზიანებები თავზეც ეტყობა. ასევე მეხსიერების პრობლემები დაეწყო. დღეს გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა ნინო ბექიშვილმა.

სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული წესით 24 დეკემბერს დააკავეს. რატიანის ინფორმაციით, დაკავების დროს მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ამასთან შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

თავის მხრივ, პროკურატურამ რატიანის მიმართ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა