ელენე ხოშტარია - მოვუწოდებთ შს მინისტრს, კრიმინოგენური ვითარების გამოსასწორებლად რეიდების მოძველებულ ფორმას ნუ გამოიყენებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია შს მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კრიმინოგენური ვითარების გამოსასწორებლად რეიდების მოძველებულ ფორმას ნუ გამოიყენებს.

როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. რეიდები არის აბსოლუტურად არაეფექტური და ადამიანის უფლებების დარღვევის დიდ საფრთხეს შეიცავს.

„ერთი მხრივ, ცალსახად ძალიან კარგია, რომ ახალი მინისტრი კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას არ აბრალებს მედიას და საზოგადოებას. რეალურად მან აღიარა, რომ ქვეყანაში ეს გამოწვევა არის. თუმცა, ის ფორმები, როგორც დაიწყო სამინისტრომ ამ კრიმინალთან ბრძოლა და კონკრეტულად ვგულისხმობ ე.წ. რეიდებს, არის აბსოლუტურად არაეფექტური; უარესიც და ადამიანის უფლებების დარღვევის დიდი საფრთხეს შეიცავს.

ჩვენ ვიცით ეს ძალიან კარგად, გამოვლილი გვაქვს თავის დროზე. რეალურად, ეს არის მასიური საფრთხის შექმნა წესიერი მოქალაქეებისთვის, როდესაც პოლიცია გამოდის მასიურად ქუჩაში და არღვევს ადამიანის უფლებებს. მინისტრმა თავად თქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შს სამინისტროს მთავარი ამოცანაა კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად და ამიტომ ასეთი გზებით ჩვენ მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო