დედაქალაქის მერია თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დაჯარიმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

დედაქალაქის მერია თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დაჯარიმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მიეცა.

მერიის ინფორმაციით, მათი შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

„ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილთან ერთად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნი“, - აცხადებენ მერიაში.

როგორც თბილისის მთავრობაში განმარტავენ, მერის მოადგილემ ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, მისი თქმით, თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელი.

„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას შეეხო, რომელიც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უნდა წარმოადგინოს. მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს