2018-2020 წლებისთვის, ოთხი ჰესის შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა, ერთის კი შემცირდა

2018-2020 წლებისთვის ოთხი ჰესის შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა, ერთის კი შემცირდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

სემეკის გადაწყვეტილებით, “ძევრულჰესის” მოქმედი ტარიფი 2.616 თეთრია, რომელიც 1.986 თეთრამდე მცირდება; “გუმათჰესის” ტარიფი 2.004 თეთრია და 2.209 თეთრამდე იზრდება; “ლაჯანურჰესის” ტარიფი 1.593 თეთრია, რაც 1.679 თეთრამდე გაიზრდება; “რიონჰესის” ტარიფი 3.301 თეთრია და 4.060 თეთრი ხდება; “შაორჰესის” ტარიფი 1.933 თეთრია და 2.747 თეთრამდე იზრდება.

სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 1-ელ იანვრიდან შევა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს