”აგროჰაბის“ დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს და “აგროჰაბის” თითოეულ მომხმარებელს ერთი წლის იუბილეს ულოცავს

„აგროჰაბის“ დირექტორის გიორგი ჯაშიაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან „აგროჰაბი“ გაფართოებას და სიახლეების განხორციელებას გეგმავს. ჯაშიაშვილის თქმით, ჰიპერმარკეტს 1 წელი უსრულდება, რომელმაც მომხმარებელთა მხარდაჭერა მოიპოვა.

„ვულოცავ ჩვენს გუნდს და “აგროჰაბის” თითოეულ მომხმარებელს ერთი წლის იუბილეს. ეს იყო გამოწვევებითა და რისკებით სავსე ერთი წელი, რომელსაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავი წარმატებით გავართვით. ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის აღიარება და მხარდაჭერაა, რომელმაც ძალიან სწრაფად შეიყვარა ჩვენი ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტები. გპირდებით, რომ მომავალ წელს გავფართოვდებით და მოხმარებლები მათთვის კომფორტული სავაჭრო ობიექტების არჩევას შეძლებენ. ეს იქნება უამრავი საინტერესო სიახლით სავსე წელი“, - განაცხადა ჯაშიაშვილმა.

ამასთან, როგორც „აგროჰაბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 26 დეკემბერს ერთი წელი ხდება, რაც ქართულ ბაზარზე ინოვაციური და თვისობრივად განსხვავებული ჰიპერმარკეტი “აგროჰაბი” გაჩნდა.

”საცალო ვაჭრობის სფეროში, “აგროჰაბმა” სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, ეს ნიშნავს გაყიდვების წერტილს, რომელიც ძირითადად თავისივე წარმოებულ პროდუქტს გვთავაზობს. “აგროჰაბის” ჩანაფიქრი, შეეთავაზებინა მომხმარებილისთვის ჯანსაღი, ნატურალური, ქართული პროდუქტი წარმატებით განხორციელდა და ერთი წლის თავზე უკვე დღის წესრიგში დადგა ახალი ფილიალების დამატება, რათა უფრო მეტი კომფორტი შეიქმნას მომხმარებლისთვის, რომელსაც უყვარს “აგროჰაბის” რძის პროდუქტი, ხორცი, თევზი, საცხობი თუ საკონდიტრო ნაწარმი.

საკუთარ დაბადების დღეზე კომპანია არაჩვეულებრივი საჩუქარს უკეთებს ერთგულ მომხმარებელს. კომპანიამ ბორჯომის ტყეში დასარგავი ასობით ნერგი შეიძინა, რომლებიც “აგროჰაბში” მისულ სტუმრებს ვაუჩერის სახით დაურიგდება, რაც ნიშნავს რომ მათ თავისი სახელობის ხე ექნებათ ბორჯომის აღდგენილ ტყეში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო