განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საბჭო შეიქმნა

საქართველოში, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საბჭო შეიქმნა. საბჭოს მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. საბჭოს წევრები არიან პარლამენტის წევრები, მინისტრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა საბჭოს შექმნას. ჩვენს პარტნიორ, მსოფლიოში აღიარებულ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად მოხდება მათი ცოდნის და გამოცდილების გადმოტანა განათლებაში და კონკრეტულ სასწავლო პროგრამებში ასახვა. ეს ახალგაზრდებს დაეხმარება, რომ მიიღონ ყველაზე თანამედროვე განათლება, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს მათ დაეხმარება სამუშაოს მოძებნასა და ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში”, - განაცხადა შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, საკანონმდებლო დონეზე ნებისმიერი ინიციატივა გაიტანოს პარლამენტში, რომელიც ამ სფეროს მისცემს განვითარებას.

”საბჭოს წევრები არიან პარლამენტის წევრები, ასევე მინისტრი. ჩვენ აუცილებლად შემოგვიერთდება ვიცე პრემიერიც. საბჭოს მუშაობაში ჩართულები არიან ასევე ის კომპანიები, რომლებიც ამინდს ქმნიან ამ სფეროში. საბჭოს მუშაობა იქნება ძალიან ეფექტური და მომენტალურად იქნება აღსრულებადი. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მზად ვარ, რომ საკანონმდებლო დონეზე ნებისმიერი ინიციატივა გავიტანო პარლამენტში, რომელიც ამ სფეროს მისცემს განვითარებას”, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მუშაობის ფარგლებში, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით, მოხდება სხვადასხვა პროექტების ინიცირება და მათი განხორციელების მექანიზმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან: მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; მიხეილ ბატიაშვილი - შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი; მენი ბენიში - ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში; არმენ აკოპიანი - HP inc საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვას ბიზნეს პარტნიორი; გიორგი სოფრომაძე - Hewlett Packard Enterprise; ზაზა გაბაშვილი - IBM - MUK Georgia; დავით ხოსიაშვილი - Splunk- NGT Group; ნიკოლოზ დობორჯგინიძე - Microsoft; გელა შონია - Qlik- NGT Group; ამირან კოპალეიშვილი -MUK Georgia და რევაზ ურუშაძე - Softline Georgia, Adobe auto desk. ამასთან, საბჭოს პირველ სხდომაზე წევრობა ეთხოვათ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს და საქართველოს პარლამენტის წევრებს: ირაკლი მეზურნიშვილსა და ილია წულაიას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს