მიხეილ ჩხენკელი - განათლების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროფესიული სასწავლებლების გახსნას

განათლების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროფესიული სასწავლებლების გახსნას, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც საქართველოში განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საბჭო შეიქმნა.

საბჭოს მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

განათლების მინისტრის თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროფესიული სასწავლებლების გახსნა უახლოეს მომავალში თბილისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

”ჩვენ დღეს ვისაუბრეთ საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხზე. განათლების სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროფესიული სასწავლებლების გახსნას, ეს იქნება თბილისში თუ რეგიონებში. კასპში დაიწყო ეს პროგრამა და სამომავლოდ აუცილებელია, რომ გეოგრაფიული დაფარვა უფრო გაფართოვდეს.

ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, რომ დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მთავარი გახლავთ ის, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და ეს სასწავლებლები ხელს შეუწყობს აიტი მიმართულებით სამუშაოების ძებნაში”, -განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საბჭოს შემადგენლობაში, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო უწყებების ხელმძღვანლები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები შედიან. კერძოდ, საბჭოს შემადგენლობაში შედიან: მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; მიხეილ ბატიაშვილი - შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი; მენი ბენიში - ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში; არმენ აკოპიანი - HP inc საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვას ბიზნეს პარტნიორი; გიორგი სოფრომაძე - Hewlett Packard Enterprise; ზაზა გაბაშვილი - IBM - MUK Georgia; დავით ხოსიაშვილი - Splunk- NGT Group; ნიკოლოზ დობორჯგინიძე - Microsoft; გელა შონია - Qlik- NGT Group; ამირან კოპალეიშვილი -MUK Georgia და რევაზ ურუშაძე - Softline Georgia, Adobe auto desk. ამასთან, საბჭოს პირველ სხდომაზე წევრობა ეთხოვათ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს და საქართველოს პარლამენტის წევრებს: ირაკლი მეზურნიშვილსა და ილია წულაიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა