მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - თუ 3 იანვრისთვის არ მექნება მომზადებული დასკვნითი სიტყვა, შეიძლება ისევ მოვითხოვო გონივრული ვადა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მისი მხრიდან პროცესების გაჭიანურების მცდელობას ადგილი არ აქვს. როგორც მან აღნიშნა, მასალების გარკვეული ნაწილის გაცნობა მოახერხა და ეცდება, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ახალ ვადაში დასკვნითი სიტყვა მოამზადოს.

„მასალების გარკვეულ ნაწილს უკვე გაცნობილი ვარ და ვეცდები მოცემულ ვადაში ჩავეტიო, მაგრამ თუკი 3 იანვრისთვის არ მექნება მომზადებული დასკვნითი სიტყვა, შეიძლება ისევ მოვითხოვო გონივრული ვადა. არანაირად არ აქვს ადგილი ჩემი მხრიდან პროცესების გაჭიანურებას. დატვირთული გრაფიკის გამო რამდენიმე მოსამართლეს ვთხოვე სხვა საქმეებზე პროცესების გადადება. ასევე წარმოვადგინე ცნობები, რომ არამარტო გადავდე სასასამართლო პროცესები, არამედ გარკვეულ პროცესებში მივიღე მონაწილება, ასევე ვიმყოფებოდი ნომერ მერვე დაწესებულებაში ბრალდებულთან კონსულტაციაზე, ასევე მთავარ პროკურატურაშიც მომიწია მისვლა“, - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაციას, როგორც ადვოკატი ამბობს, დროის სიმცირის გამო ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვერ მოახერხა კომუნიკაცია. როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს წერილი მიწერა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა