აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ თხილნარის მკვიდრის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ თხილნარის მკვიდრის, ემზარ ჩოგაძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ემზარ ჩოგაძეს გულზე ოპერაციისათვის 32 ათასი ლარი სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. მათი თქმით, ოჯახმა თანხის ნაწილი შეაგროვა, თუმცა დამატებით 11 ათას ლარამდე სჭირდება, რომ ავადმყოფს ოპერაცია ჩაუტარდეს. ემზარ ჩოგაძის ახლობლები საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის თხოვნით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათ რამდენიმე წუთით პროტესტის ნიშნად რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.

თავის მხრივ, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ემზარ ჩოგაძეს სახელმწიფოს მხრიდან სამჯერ გაეწია დახმარება.

"ოპერაცია 40 ათასი ლარი ჯდებოდა. ოჯახმა თხოვნით მოგვმართა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის წარმომადგენლებს ესაუბრა და 32 ათას ლარამდე დაუკლეს. სახელმწიფომ 6 ათასი ლარი გამოუყო და ამასთან გამგეობა 1000 ლარით ეხმარება. დარჩენილ თანხაზე განვადებაც კი შევთავაზეთ, თუმცა უარს აცხადებენ",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო