გიორგი კვირიკაშვილი - პატრიარქს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ

პატრიარქს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა.

„ყველას გილოცავთ პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს. ეს წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე 100 წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან და 85 წელი შეუსრულდება ჩვენთვის ყველასთვის პატივსაცემ და ასევე საყვარელ პატრიარქს. დღეს ჩვენ ვიზეიმეთ ეს უდიდესი დღესასწაული. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. პატრიარქს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ. გილოცავთ ყველას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს