გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში გვყავს ასეთი პატრიარქი, რომელიც გვპატრონობს და გვაძლევს ძალას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც თავად პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი პრემიერთან ერთად პირადად მიულოცა.

"ბედნიერ თარიღებს ვზეიმობთ - პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წელს, შემდეგ მის დაბადების დღეს. ეს საიუბილეო თარიღები ძალიან მნიშვნელოვანი სიამაყის და სიხარულის გრძნობას გვანიჭებს ყველას. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში გვყავს ასეთი პატრიარქი და გვყავდა მაშინ, როდესაც ძალიან სერიოზული კატაკლიზმები იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გვყავდა და გვპატრონობდა, დღესაც გვყავს, გვპატრონობს და გვაძლევს ძალას. მე ვულოცავ მას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ სასიხარულო და საბედნიერო თარიღს. ვიხაროთ ამ მადლით, რომელიც ჩვენში არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქალიშვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა