კომპანია “სარაჯიშვილმა” ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი TRILOGY წარმოადგინა

კომპანია “სარაჯიშვილმა” ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი TRILOGY წარმოადგინა. ამ დასახელების სასმელი აერთიანებს სამ საუკუნეს, ყურძნის სამ ჯიშსა და საქართველოს სამ რეგიონს, რაც მის ორიგინალურობას უსვამს ხაზს.

აღსანიშნვაია, რომ სამი საუკუნის უძველესი სპირტების შერევით მიღებულმა უნიკალური სითხის ასაკმა 65 წელს მიაღწია. მომხმარებელს ერთდროულად შეუძლია დააგემოვნოს ციცქა იმერეთიდან, ჩინური ქართლიდან და რქაწითელი კახეთიდან. კომპანიამ სითხე ლიმიტირებული რაოდენობით 1000 ცალი წარმოადგინა. სითხის პრეზენტაცია სარაჯიშვილის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა.

კომპანიის დირექტორის, ზურაბ ბუბუტეიშვილის თქმით, Trilogy არის პროდუქტი, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის ორიგინალურობას და მისი უნიკალურობიდან გამომდინარე გულგრილს არ დატოვებს მომხმარებელს.

„სარაჯიშვილის“ სახლი საქართველოში არსებული ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა. კომპანიას აქვს 133 წლიანი ტრადიცია და გამოცდილება მაღალი ხარისხის სასმელის წარმოებაში. ბრენდის უკან დგას სამსაუკუნოვანი ისტორია და დავით სარაჯიშვილის სახელი, რაც ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა და სტიმულის მომცემია, რომ მუდმივად ვიყოთ მოძარაობაში, განვითარებაზე ორიენტირებული და შემოგთავაზოთ საინტერესო სიახლეები. სწორედ აქედან გამომდინარე შევქმენით ტრილოგია, რაც აერთიანებს სამი საუკუნის, სამი სხვადასხვა რეგიონის სამ სხვადასხვა ჯიშს. ეს არის სითხე, რომელიც ნამდვილად უნიკალურია და ამაში ადვილად დარწმუნდება ის, ვინც მას დააგემოვნებს," - აღნიშნა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდა სიფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. დავითაშვილმა იმ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც კომპანია „სარაჯიშვილს“ ბაზარზე აქვს.

„კომპანია „სარაჯიშვილი“ არის ისტორიული ბრენდი, რომელიც დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება. დღეისათვის კომპანია გვთავაზობს ძალიან საინტერესო ახალ პროდუქტს, რომელიც იქნება ყველაზე ძვირადღირებული. დარწმუნებული ვარ, ის გახდება ძალიან პოპულარული როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისი ბაზარზე. ზოგადად, ჩვენ კომპანიისგან განებივრებული ვართ კრეატიული მიდგომებითა და საინტერესო პროდუქტებით," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Trilogy-ს შექმნის მიზანია, მათ საცავებში არსებული ისტორიის ყველასთვის გაზიარება და დარგის განვითარება, რათა შეიქმნას პრეცედენტი, რომ საქართველოში შეიძლება ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა