საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება აღმოუჩინოს

საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რა მეთოდებით არის შესაძლებელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მავნებლის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

მინისტრის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ აფხაზეთის ტერიტორია ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება, იმ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, რაც ხელისუფლებამ შესაძლოა, კონტროლირებად ტერიტორიაზე განახორციელოს.

"აფხაზეთიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა მავნებლის გავრცელების და საწყისი კერაა, რადგან აზიური ფაროსანა საქართველის დანარჩენ ტერიტირიაზე აფხაზეთის გავლით შემოვიდა. მოსახლეობისთვისაც და დე ფაქტო ხელისუფლებისთვისაც ეს არის აქტუალური საკითხი. ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო, მათ შორის ჟენევის ფორმატში, ასევე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ვმუშაობთ და გვაქვს კომუნიკაცია. ასევე, არსებობს რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საშუალება აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული ღონისძიებების გატარების. ჩვენ ასეთ ორგანიზაციებს მაქსიმალურად დავეხმარებით. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ იმიტომ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს არიან ჩვენი მოქალაქეები და მეორე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი საპრევენციო ღონისძიებები მავნებლის დასამარცხებლად. ჩვენ ამ ფორმატებში მუშაობა გვექნება ინტენსიურად. ამ პრობლემის აქტუალურობა ყველამ დაინახა და ამიტომ, პოლიტიკა შესაძლოა, გვერდზე გადაიდოს, როდესაც საკითხი ასეთი ტიპის გამოწვევებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, გარკვეული შეხების წერტილები ამ მიმართულებით შეიძლება, გვქონდეს. კომუნიკაცია გვექნება და ყველანაირი დახმარებისთვის ვართ მზად. ვნახოთ, რა საშუალებები მოგვეცემა ამისთვის",- განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა