პარასპორტის განვითარების ცენტრმა მეგობრულ ტურნირს უმასპინძლა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები.

ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებსა და ღონისძიების სტუმრებს მიხეილ გიორგაძემ მიმართა. მინისტრმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობასა და ქართული პარასპორტის ბოლოდროინდელ მიღწევებზე, ამასთან აღნიშნა რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს პარასპორტსმენებს.

პარლამენტის წევრები თავდაპირველად მჯდომარე ფრენბურთელებს დაუპირისპირდნენ. გუნდი წარმოდგენილი იყო საქართველოს ნაკრების მოთამაშეებით. თავის მხრივ, ნაკრები დაკომპლექტებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებით. 2017 წელს ისინი კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული „ძლიერთა თამაშები 2017"-ის (Invictus Games) გამარჯვებულები გახდნენ“, - აღნიშნულია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს