შს მინისტრის მოადგილე - ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ

ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადგან პირი პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, ეს რაიმე ფორმით ამართლებს პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ TV პირველის“ ეთერში, ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, რატიანის შემოწმების საფუძველი პოლიციას ჰქონდა, ვინაიდან ის იყო ნასვამი და იქცეოდა საეჭვოდ. ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს აქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია რატიანის ქმედებები.

„ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. არსებობდა ბატონი ზვიად რატიანის შეჩერების საკმარისი საფუძვლები. ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვუთხარით, რომ გვაქვს ვიდეომასალა, რომელზეც დეტალურად არის აღწერილი, როგორ უწევს რატიანი პოლიციას წინააღმდეგობას. თუმცა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადგან პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, ეს რაიმე ფორმით ამართლებს პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. თუკი დადასტურდა გამოძიების ფარგლებში, რომ პოლიციელებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზვიად რატიანს, შსს-ს მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილონ და ითანამშრომლონ სამართალდამცველებთან, როდესაც ისინი მოქმედებენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

„ვთხოვთ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, როდესაც პოლიციის თანამშრომელი მოქმედებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მათ ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები, რომ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილონ. სხვანაირად, ჩვენ იმ დიად მიზნებს, რომელსაც დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, რასაც პოლიციის სისტემის რეფორმირება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიცო საქმიანობა, რასაც დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია ჰქვია, ვერ მივაღწევთ. ჩვენ საზოგადოების წევრების თანამშრომლობის გარეშე, პოლიციასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირებისა და ნდობის აღდგენის გარეშე, ამ ფუნქციას ჩვენ ვერ შევასრულებთ“, - დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა