რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს - მადლიერი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

დიდად მადლიერი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისადმი მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის, კირილის მიერ გამოგზავნილ მილოცვაშია ნათქვამი. რუსეთის პატრიარქის მილოცვის ტექსტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამბიონიდან რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა წაიკითხა.

კირილი თავის მილოცვაში მართლმადიდებლობის განმტკიცებაში ილია მეორის როლს უსვამს ხაზს.

”თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი ათეული წლის მანძილზე მე მქონდა თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება, მათ შორის საერთაშორისო ქრისტიანულ ღონისძიებებში, სადაც თქვენ მტკიცედ იცავდით მართლმადიდებელთა პოზიციებს. ფრიად ვაფასებ თქვენს წვლილს მართლმადიდებელთა ერთობის განსამტკიცებლად შეტანილს. ჩვენ მოგვიწია გვეღვაწა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვართა და წარმომადგენელთა შეკრებებზე, კონსტანტინეპოლსა და სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე, ამ ერთობლივი საქმიანობით ჩვენ მუდამ ვცდილობდით შეგვანრჩუნებინა სულის ერთობა.

დიდად მადლიერი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. იქნება ეს მომლოცველობა, სტუდენტთა და მეცნიერთა საღვთისმეტყველო გაცვლითი პროგრამები თუ სხვა. წარმატებით დაასრულეთ რა მოსკოვის სასულიერო სასწავლებელი, თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით ჩვენი ეკლესიის სასურველი სტუმარი, ჩვენი ეკლესიის სამი მეთაურის პატრიარქობისას, ღვთით კურთხეულ ივერიაში კი იღებდით მოსკოვის საპატრიარქოს მრავალ იერარქსა და მრავალ სასულიერო პირს.

ჩვენს ეკლესიაში მხურვალედ უყვარხართ და აფასებენ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ჩვენი ძმური სიყვარულისა და პატივისცემის გულითადი ცნობების წარმოსაჩენად საქართველოში წარმოვგზავნეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული დელეგაცია ნიჟნინოვგოროდისა და აზნამასის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგის ხელმძღვანელობით. რუსული ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩემი სახელით ლოცვით შევთხოვთ უფალს მრავალი კეთილი წელი მოჰმადლოს თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, ასევე პირველ იერარქის ღვაწლში მოგანიჭოთ ღვთის უშურველი შეწევნა, სულიერი და ხორციელი ძალების განმტკიცება და უფლისმიერი სიხარული”, - ნათქვამია მილოცვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს