უმრავლესობის ახალ ფრაქციაში “ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“, რომელიც გოჩა ენუქიძის ხელმძღვანელობით იქმნება, ოთხი დეპუტატი ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“, ხოლო ორი - კახა ოქრიაშვილის 6-კაციანი ფრაქციიდან გადადის.
გოჩა ენუქიძის ფრაქციაში, შესაძლოა დეპუტატები პაატა მხეიძე და გოდერძი ჩანქსელიანი გაერთიანდნენ, რომლებიც ამჟამად კახა ოქრიაშვილის ფრაქციის ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” წევრები არიან.
ენუქიძის თავმჯდომარეობით ჩამოყალიბებულ ფრაქციას “ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ ეწოდება და მის შემადგენლობაში იქნებიან მაჟორიტარები: ირაკლი ხახუბია, ოთარ დანელია, ილია წულაია, პაატა მხეიძე და გოდერძი ჩანქსელიანი. ამათგან, მხეიძე და ჩანქსელიანი სწორედ კახა ოქრიაშვილის ფრაქციის წევრები არიან, რომელსაც თუკი ორი ახალი დეპუტატი არ დაემატება, დაიშლება.
როგორც ამასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს“ ოქრიაშვილმა განუცხადა, მისი ფრაქციის დაშლის არავითარი საფრთხე არ არსებობს, რადგან ორი წევრის გადასვლის შემთხვევაში, მოხდება მათი სხვა დეპუტატებით შევსება და ფრაქცია ფუნციონირებას ჩვეულებრივ გააგრძელებს.