”თელასი” - კომპანია “თელასის” ინვესტიციები 2017 წელს 41,4 მილიონ ლარს შეადგენს

კომპანია „თელასმა“ წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია და კომპანია “თელასის” 2017 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 2017 წელს “თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 41,4 მილიონი ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 14,8 მლნ. ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების პროექტების განხორციელებას მოხმარდა, 18,9 მლნ. ლარი ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯა, ხოლო 7,7 მლნ. ლარი ახალი ქვესადგურის მშენებლობას მოხმარდა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წელს კომპანია „თელასმა“ 110/35 და 10/6 კვ ქვესადგურების ელექტრულ ნაწილში სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა. განხორციელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკური ნაწილის მოდერნიზება; სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები აგრეთვე ჩაუტარდა 110/35 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს და 851 სატრანსფორმატორო ქვესადგურს, შეიცვალა 35/10/6 კვ ძაბვის მოძველებული საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

„საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 8 მაღალი ძაბვის ქვესადგურსა და 95 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა მოძველებული დანადგარები. დასრულდა 6/10 კვ ძაბვის 71 საკაბელო ხაზისა და 0,4 კვ ძაბვის 65 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. გაყვანილია 49 ახალი საკაბელო ტრასა.

2017 წლის ივნისში სს „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მსენებლობა დაიწყო, რომელიც „თეც“-ის მოძველებულ ქვესადგურს ჩაანაცვლებს. ახალი ქვესადგური ჩურურეთის რაიონის და მთაწმინდის რაიონის ნაწილის 25 ათასამდე აბონენტის საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ქვესადგურის მშენებლობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რიცხვი 2,2%-ით.

2017 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 643 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 151,3 მლნ. კვტ/სთ-ით აღემატება 2016 წლის 11 თვის მაჩვენებელს. აგრეთვე, 2016 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ამაწლის 11 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა 159,6 მლნ. კვტ/სთ-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხითაც. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შარშანდელ 11 თვის მაჩვენებელს 30,8 მილიონი ლარით გადააჭარბა.

2017 წელს კომპანია “თელასს“ ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატის ISO 14001:2004 მოქმედების ვადა გაუგრძელდა. მიმდინარე წლის აპრილში საერთაშორისო კომპანიამ „Inter Tek“ „თელასის“ გარე აუდიტი ჩაატარა და დადებითი რეკომენდაცია გასცა სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 2018 წლის ივნისამდე. ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკაცია ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან წარმოადგენს საწარმოს ეკოლოგიური ეფექტურობის დადასტურებას და მის პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართ. 2015 წელს სს „თელასი“ გახდა პირველი საქართველოს ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს შორის, რომელმაც ეკოლოგიური მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004 მიიღო.

თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. კომპანია “თელასი”-ს ინვესტიციები 2018 წელს 28,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში.

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს