ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - ღვთის წინააღმდგომ ძალას ერთსულოვნება შეშურდა და ჩვენს ხალხში სცადა არეულობა შემოეტანა

ერთსულოვნება შეშურდა ღვთის წინააღმდგომ ძალას და ჩვენს ხალხში სცადა არეულობა შემოეტანა, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელმაც წმინდა სინოდის სახელით მრევლს მიმართა და პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.

მეუფე დანიელის თქმით, ჩვენი იდენტობის უმთავრესი საფუძველი ქრისტიანობაა და მასთან ერის დაბრუნება არის შედეგი უმძიმესი 40 წლის მანძილზე პატრიარქის თავგანწირული ღვაწლის. მეუფე დანიელმა წლის დასაწყისში პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

„მისი უწმინდესობისადმი მადლიერების საერთო სახალხო გამოხატულება იყო წლის დასაწყისში გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი პატრიარქისთვის აღვლენილი ერის საყოველთაო ლოცვა. ამ ლოცვამ სასწაული მოახდინა. ურთულესი და ფრიად სახიფათო ოპერაცია საუკეთესო შედეგით დამთავრდა. სწორედ ერთსულოვნება შეშურდა ღვთის წინააღმდგომ ძალას და ჩვენს ხალხში სცადა არეულობა შემოეტანა. მაგრამ საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე შესძინა ჩვენს ერთობას“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს