ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-ს კადრებში მხოლოდ ზვიად რატიანის ქმედებებია დაფიქსირებული

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი იმ ჩანაწერების შინაარსზე საუბრობს, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებისას პოლიციელების მიერაა გადაღებული. როგორც მეზვრიშვილმა „ TV პირველის“ ეთერში განაცხადა, კადრში მხოლოდ რატიანის ქმედებებია დაფიქსირებული, ხოლო სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა ან ძალადობა კადრს მიღმა მოხდა. გარდა ამისა, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოკვლევა ჩაატარა, გამოავლინა ერთი პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რის გამოც ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ კადრი არის უწყვეტი. მასში ჩანს ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციელებთან ერთად იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მოუწოდებენ მას სიმშვიდისკენ, კადრში ჩანს, თუ როგორ აგინებს უწმაწური სიტყვებით პოლიციელებს, მიმართავს აგრესიულად და რეალურად არ აძლევს საშუალებას, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ. რაც შეეხება ამ ვიდეოს გასაჯაროვება- არგასაჯაროვების საკითხს, ჩვენ არ გვინდოდა ჩამოგვეყალიბებინა გარკვეული საზოგადოებრივი აზრი ამ ვიდეოების გამოქვეყნებით, თუმცა სასამართლოში წარვადგენთ ამ ჩანაწერებს კანონით დადგენილი წესით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობა დაფიქსირდა კადრს მიღმა და სწორედ ამას სწავლობს ახლა პროკურატურა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს