ზურაბ მელიქიშვილი - დაბრუნდა ვენდეტა - 3 შვილის მამა სახლთან ახლოს, დღისით, მზისით ჩაცხრილეს

დაბრუნდა ვენდეტა - 3 შვილის მამა ლომარ ნიგურიანი სახლთან ახლოს, დღისით, მზისით ჩაცხრილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაზე საუბრისას განუცხადა.

მელიქიშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

„მკვლელობის მოტივზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ვარკვევთ დეტალებს და ალბათ, დაველოდებით იმ ვერსიებს, რაზეც გამოძიება იმუშავებს. ფაქტია, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენური ვითარება, წახალისებულია კრიმინალი, დაბრუნდა ვენდეტა და იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური ნება იყოს კრიმინალის წინააღმედგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნისტურ რეიდებს გვთავაზობს“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

მესტიის საკრებულოს წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ჟორჟოლიანი სხვა დეტალებზე, თუ ვინ და რა ვითარებაში მოკლა საკრებულოს წევრი, გამოძიების ინეტერსებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.

„გარდაცვლილია საკრებულოს წევრი. შუადღისას მოხდა მკვლელობა. დანარჩენს ვერ გეტყვით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა