მოსკოვში სამგზავრო ავტობუსი მეტროსადგურის მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა

მოსკოვში სამგზავრო ავტობუსი მეტროსადგურის მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის ორ ვერსიას განიხილავენ: ავტობუსს მანქანამ გადაუჭრა გზა ან კიდევაც ავტობუსს მუხრუჭის სისტემამ უმტყუნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც სააგენტო „ტასი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, გამოძიება ხალხზე განზრახ დაჯახების ვერსიას არ განიხილავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს