გიორგი აბაშიშვილი - საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორ ქვეყანას მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორ ქვეყანას ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს.

როგორც აბაშიშვილმა შესაბამისი საკითხის შეფასებისას განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში განიხილება სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის ბიზნესმენებმა ისარგებლონ ერთმანეთის ტერიტორიების გამოყენებით სავაჭრო სფეროში, ვინაიდან ჩვენ ვთავაზობთ სომეხ ბიზნესმენებს გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია, შექმნან პროდუქცია და გაიტანონ დაუბეგრავად ის ევროკავშირის ბაზარზე DCFTA-ს ფარგლებში. ანალოგიურად, ჩვენი სომეხი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქართველებს ასევე შეუძლიათ წარმატებით ინვესტირება და შექმნილი პროდუქციის სომხეთიდან ევრაზიულ სავაჭრო სივრცეში გატანა. სულ უფრო მზარდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყოველი წელი კიდევ უფრო მეტად დინამიური და მნიშვნელოვანია, რომ ეს მზარდი ტენდენცია გაგრძელდეს და ცხადია, საქართველო დარჩეს ყოველთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ქვეყნად სომეხი ტურისტებისთვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს