”ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ენმ-ის მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საკრებულოს დეპუტატ ლომარ ნიგურიანის გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

„დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა - წახალისებული კრიმინალი. ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელი ხელისუფლებას ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა