უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის ფორმირების საკითხზე პარლამენტში ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს

უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის ფორმირების საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში იმყოფებიან დეპუტატები გოჩა ენუქიძე და ბიძინა გეგიძე, რომელთა ხელმძღვანელობითაც ახალი ფრაქციების ფორმირება იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

არსებული ინფორმაციით, ფრაქციების ფორმირების საკითხი, სავარაუდოდ, ხვალისთვის დანიშნულ ბიუროს სხდომაზე გავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს