პოეტმა ზვიად რატიანმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა

პოეტმა ზვიად რატიანმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა. როგორც ”ინტერპრესნიუსთან საუბრისას ოჯახის ახლობელმა ნინო ბეგიშვილმა განაცხადა, ამჟამად ზვიად რატიანი სახლში იმყოფება და მას წოლითი რეჟიმი აქვს.

”მოგვცეს დანიშნულება. ტვინში ორგანული დაზიანება არ არის. აქვს წოლითი რეჟიმი და მიეცა დანიშნულება. იმედია, 10 დღეში ნორმალურად იქნება”, - აღნიშნა ნინო ბეგიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ზვიად რატიანს მთელი დღის განმავლობაში თავბრუ ეხვეოდა.

სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. რატიანი შსს-ს მასზე ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ამჟამად რატიანი გათავისუფლებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს