სახალხო დამცველი გენინსპექციას მოუწოდებს, სოფელ ქისტაურში მომხდარი ინციდენტი ოპერატიულად და ეფექტურად შეისწავლოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს, ოპერატიულად და ეფექტურად შეისწავლოს მომხდარი ფაქტი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

„2017 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას, ათამდე შეიარაღებულმა სამართალდამცველმა იარაღის აღმოჩენის მიზნით დავით ხოსიაშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ამ დროს სახლში მისი 31 წლის რძალი თ.ნ. და 1 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ. ჩხრეკისას თ.ნ. შეუძლოდ გახდა და ამ დრომდე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში. ოჯახის წევრთა განცხადებით, სამართალდამცავები პოლიციელებისთვის შეუფერებლად იქცეოდნენ და სახლიდან ისე წავიდნენ, რომ დახმარება არ შეუთავაზებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არ გაგრძელდება მანკიერი პრაქტიკა და საქმის შესწავლას რეალური შედეგი უმოკლეს დროში მოყვება. არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები და შესაძლო გადაცდომის ჩამდენი კონკრეტული პირები გამოვლინდებიან და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამართალდამცავებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები, რათა არ შეილახოს პირის ფუნდამენტური – სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებები.

სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გენერალური ინსპექციის მიერ საქმის შესწავლის პროცესს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა