”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” თბილისის მოსახლეობას 2017 წლის ანგარიში წარუდგინა

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” თბილისის მოსახლეობას 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიის ანგარიშს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, ეკონომიკის ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

თბილისის მოსახლეობას ანგარიში ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 4 მიმართულების დირექტორმა წარუდგინა - კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა, ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა, და კომუნიკაციების დირექტორმა, ეკა ბერიძემ.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი, კომპანიის ახლანდელი მენეჯმენტი ორიენტირებულია არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან მიზნებზე, კომპანიის სისტემურ გაუმჯობესებასა და რა თქმა უნდა, სერვისის სტაბილურობაზე. - განაცხადა ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ 2017 წელს თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებაში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 200 ქუჩაზე 190 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვალა, რის შედეგადაც თბილისის წყალმომარაგების სისტემა კიდევ უფრო სტაბილური გახდა. ასევე, აღსანიშნავია ეკოლოგიურად სუფთა ჰესის, ბოდორნაჰესის მშენებლობის დაწყება და გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია.

2017 წელს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” საკრედიტო რესურსი ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდა, როგორებიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG). საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდულმა ჯამურმა დაფინანსებამ 240 მლნ ლარი შედაგინა.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებმა 2017 წლის შესრულებულ პროექტებთან ერთად მომდევნო წლების გეგმებზეც ისაუბრეს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია 200 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს წყალმომარაგების სისტემის განახლებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა