დავით გაბაიძემ მედიკოსებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, მედიცინის დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, თავის მისასალმებელ სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მედიკოსთა მიერ განვლილი რთული გზა გაიხსენა და მათი ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ ხაზგასმით აღნიშნა უმაღლესი საბჭოსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის თაობაზე და ღვაწლმოსილ მედიკოსებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, რეგიონის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერები, მუნიციპალიტეტების მერები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 20 ღვაწლმოსილი მედიკოსი დაჯილდოვდა.

ღონისძიებაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უწყების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა