ცოტნე ანანიძე ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ქუთაისში სასჯელაღსრულების #2-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. როგორც ცოტნე ანანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, საპატიმროში ის ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს შეხვდა. ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, დეპუტატთან შეხვედრას თავად მერაბ ღოღობერიძე ითხოვდა. როგორც ცოტნე ანანიძე ამბობს, ბრალდებული ჯანდაცვისა და საკვების კუთხით პრობლემის მოგვარებას და ამავდროულად ზაფხულში საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. დეპუტატის განმარტებით, კიდევ ერთი ბრალდებულის, ირაკლი ჩხვირკიას მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მზად არის მასაც შეხვდეს.

"მერაბ ღოღობერიძის თქმით, იგი ზაფხულში საკნიდან გაიყვანეს, რაზეც გამოძიება ამ დრომდე დაწყებული არ არისო. შეხვედრაზე ჯანდაცვისა და საკვების პრობლემებზე ისაუბრა. მერაბ ღოღობერიძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, პირიქით ადმინისტრაციის მხრიდან კარგი დამოკიდებულებაა. მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ როგორც პატიმრით დავინტერესდე, რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, თუ იქნება მისი მხრიდან მომართვა და სპეციალური ნებართვა, რომელიც ციხეში შესასვლელად მჭირდება - მე ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვანსხვავებ, მითუმეტეს პატიმრებს, მზად ვარ ირაკლი ჩხვირკიას შევხვდე თუ სურვილი ექნება", - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე სასამართლო განხილვა დაახლოებით 8 თვეა მიმდინარეობს. გამოძიება აღნიშნულ პირებს ბათუმში 11-12 მარტს გამართულ აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა