ნოდარ ხადური ეროვნული სასახლის მუზეუმის საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ეროვნული სასახლის მუზეუმის საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ნოდარ ხადურის განცხადებით, ეროვნული სასახლე არის უნიკალური შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საქართველოს ისტორიის წარსულსა და დღევანდელობას ინახავს.

„ეროვნული სასახლე არის უნიკალური შენობა, რომელიც 200 წლიან ისტორიას ითვლის. ადგილი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარსულსა და დღევანდელობას ინახავს. ამ შენობაში აღიზარდა უამრავი ახალგაზრდა, ათწლეულების მანძილზე წყდებოდა საქართველოსათვის მნიშვნელოვანი, პოლიტიკური საკითხები. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველას, ვისაც თავისი საქმით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მის საქმიანობაში. ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, წინსვლას და ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა