ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის შემოქმედების ამსახველი წიგნი პრეზენტაცია გაიმართება

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ხვალ, ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული ფინანსური მხარდაჭერით. წიგნში წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნეების: ს.ლეჟავას, მ.გაჩეჩილაძის, ქ.კინწურაშვილის, თ.ბელაშვილის სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომები ალექსანდრე ბანძელაძის შესახებ. გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული და თან ერთვის მხატვრის ცხოვრების ამსახველი საინტერესო ფოტო-მასალა.

გასული საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე (1927-1992) ქართველი მხატვრების ე.წ. 50-იანელთა თაობას განეკუთვნება. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მუშაობდა ფერწერაში, დაზგურ გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციაში, შექმნა მონუმენტური მხატვრობის არაერთი დასამახსოვრებელი ნიმუში, მათ შორის, საეკლესიო კედლის მხატვრობა - მოხატა თბილისის, დიდუბის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (1978-1988). მას ეკუთვნის ილუსტრაციები ისეთი ცნობილი გამოცემებისათვის, როგორიცაა, გრ. აბაშიძის „ლაშარელა“ (1957); რ.კიპლინგის „მაუგლი” (1961); „არსენას ლექსი“(1966) და სხვ.

ხელოვანის ვიზუალური ძიებების ორიენტირი მუდმივად XXს.-ის ევროპული მხატვრული მიმდინარეობები იყო. ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება იმ სოცრეალისტური ტენდენციების და „კარჩაკეტილობის“ ფონზე, რასაც თანამედროვეობა სთავაზობდა შემოქმედს. ქართველი მოდერნისტების პირველი თაობის წარმომადგენლების შემდგომ, ის ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ქართულ სახელოვნებო სინამდვილეში აბსტრაქტული მხატვრობა დააბრუნა. სიცოცხლის ბოლოს, იმუშავა შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებაზე, რაც დაუსრულებელი დარჩა. ფართო საზოგადოებისათვის ეს ნამუშევრები თითქმის სრულიად უცნობია და მათი უმეტესობა პირველად იბეჭდება, წინამდებარე გამოცემაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო