სერჟ სარგსიანი - ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა თავისუფალი სავაჭრო ზონებით სარგებლობის

ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა თავისუფალი სავაჭრო ზონების სარგებლობით და ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც სომხეთში იქნება დარეგისტრირებული, შეძლებს სასარგებლო მოღვაწეობას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოხარული ვარ კვლავ ვიმყოფებოდე მეგობარი ქვეყნის, საქართველოს მიწაზე, ერთხელ კიდევ ვუხდი მადლობას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავის გამო და წლის ბოლოს ჩემი ვიზიტი საბაბია ჩვენი ერთობლივი სამუშაოს შესაფასებლად. სიხარულით ვაფიქსირებ, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მრავალი პერსპექტიული პროგრამაა. გასულ მეოთხედ საუკუნეში სომხურ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ისტორიიდან მომდინარე მიღებული შედეგია. ჩვენ ნადვილად გვაქვს ქართველ ხალხთან მეგობრული გრძნობები და შემთხვევითი არ არის, რომ სომხეთის მოსახლეობის უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს დასვენების და შვებულების საქართველოში გატარებას. აქ რომ არ ყოფილიყო კარგი მოპყრობა სომეხთა მიმართ, ისინი საქართველოში არ ჩამოვიდოდნენ“, - განაცხადა სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ასევე საქართველოს პრეზიდენტთან ეფექტურ მოლაპარაკებებს. „დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები ახალ ხარისხზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ვადასტურებ მეგობრობის, ურთიერთგაგების და ჰარმონიის სულისკვეთებით საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. დაინტერესებული ვართ, შევინარჩუნოთ მაღლი დონის ურთიერთვიზიტების აქტიურობა, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორმხრივ ურთიერთობებში და ახალი პროგრამების დასახვაში. დღეს ჩვენ შევეხეთ ჩვენს გაფართოებულ სავაჭრო-ეკონომიკურ დღის წესრიგს. უპირველეს ყოვლისა, მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების ხაზგასმით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ქვეყნების ტრანზიტული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება. ვისაუბრეთ ასევე ტურიზმზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სფეროებში დასახული პროგრესით, იმის გათვალისწინებით, რომ აქ არის დიდი პოტენციალი. ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთობლივი სამრეწველო საწარმოების შექმნა. მე ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა თავისუფალი სავაჭრო ზონების გამოყენებით, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც სომხეთში იქნება დარეგისტრირებული, ამ მხრივ შეძლებს სასარგებლო მოღვაწეობას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს საზღვარზე შექმნილი ახალი თავისუფალი სავაჭრო ზონა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაგალითად ქართული საქონლის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გატანისა“, - განაცხადა სარგსიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი