სერჟ სარგსიანი - კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში

კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ერთი აზრის ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში. ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენ ყველა, მოლაპარაკებების დროს ძალისხმევას არ ვიშურებთ, მივიღოთ ისეთი დოკუმენტები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს და ვფიქრობ, როგორც სომხური, ასევე ქართული მხრიდან ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრე“, - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს, პრეზიდენტს და შეხვედრაზე დამსწრე ვიცე-პრემიერებს მადლობა გადაუხადა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა