საქართველოც და სომხეთიც მომხრე ვართ, რომ ყველა რთული საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკების ფარგლებში, - ამის შესახებსაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარგველაშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობას ვუხდი სომხეთის რეპუბლიკის პრეიდენტს, ბატონ სერჟ სარგსიანს საქართველოში ჩამობრძანძანებისთვის. სომხეთის პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია საქართველოში, მიუხედავად იმ ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ყოველთვის გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს არის 25 წელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა, არა მარტო სომხეთთან, არამედ სხვა ქვეყანასთან და ეს წელი ჩვენთვის ასე მნიშვნელოვნად სრულდება ამ სასიამოვნო ვიზიტით. ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ მთელ იმ მნიშვნელოვან დინამიკას, რომელიც ვითარდება ორ მოძმე სახელმწიფოს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკების ფარგლებში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.