თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება ხვალ გაიმართება, რომელსაც თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს თსუ-ის 99 წლის იუბილეზე გადასცა.

ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი. ღონისძიების მიმდინარეობისას ლისის საერთო საცხოვრებლის სპორტულ მოედანზე გაიმართება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ტურნირის Liga TSU-ს ფინალური მატჩი თსუ საფეხბურთო გუნდებს - იურიდიული ფაკულტეტის „კოლოკვიუმსა“ და ტურიზმის სკოლის „სიამსკის“ შორის.

საზეიმო ღონისძიებას დაასრულებს მუსიკალური ბენდის „ლაბირინთის“ კონცერტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა