ბუკიას ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბუკიას ბაღში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო.

„საბურთალოზე, ბუკიას ბაღში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და სკოლის მოსწავლეებმა. ჩვენ პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე შევქმენით. გარემოც და განწყობაც სადღესასწაულოა და მინდა საბურთალოელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“, ნინი ბადურაშვილმა და სალომე ბაკურაძემ მიიღეს. დღის განმავლობაში, საკონცერტო ნომრები საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებმა და სხვადასხვა კერძო სტუდიების მოსწავლეებმა შეასრულეს.

პატარებისთვის მოეწყო სპორტული სივრცე. ბავშვების გართობაზე კი, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და ფიფქია ზრუნავდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს