მიხეილ ჯანელიძე - პატრიარქს მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში დიდხანს ყოფნა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.

„ურთულესი 40 წელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სწორედ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი სულიერი წინამძღვრობით ჩვენ შევძელით და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, რომ დღეს ფეხზე დგას. ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, სწორედ იმ ქადაგებით და ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქიდან აქვს ჩვენს ქვეყანას. მე ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში ყოფნას“, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.

მიხეილ ჯანელიძე დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა