ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სათათბირო საბჭოს დასკვნით ღონისძიებას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ვრცლად ისაუბრა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ჩართულობის მიზნით, ქალაქში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ირაკლი ტაბაღუამ ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ პროცესში, რუსთავის მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

ცნობისთვის, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭო, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული 2015-2020 წლების ”სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო