მსახიობ გიორგი მახარაძეს დახმარება ესაჭიროება

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, - ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს.

"მეგობრებო, ვწუხვარ, რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს! მსახიობ გიორგი მახარაძეს, სამწუხაროდ, დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით. 599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა). დიდი მადლობა ყველას", - წერს ქაცარავა.

ცნობისთვის, გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას "ტიფლისმა" და "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე, მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი ბანკის“ ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო