დღეს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს რამდენიმე საათით ვერ მოემსახურება

26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სს თელასის მიერ წარმოებული გეგმურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა