გიორგი მარგველაშვილი - საქართველოც და სომხეთიც მომხრე ვართ, რომ ყველა რთული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკების ფარგლებში გადაწყდეს

საქართველოც და სომხეთიც მომხრე ვართ, რომ ყველა რთული საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარგველაშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობას ვუხდი სომხეთის რეპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ სერჟ სარგსიანს საქართველოში ჩამობრძანძანებისთვის. სომხეთის პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია საქართველოში, მიუხედავად იმ ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ყოველთვის გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს არის 25 წელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა, არა მარტო სომხეთთან, არამედ სხვა ქვეყანასთან და ეს წელი ჩვენთვის ასე მნიშვნელოვნად სრულდება ამ სასიამოვნო ვიზიტით. ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ მთელ იმ მნიშვნელოვან დინამიკას, რომელიც ვითარდება ორ მოძმე სახელმწიფოს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკების ფარგლებში“, - განცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა