ქმრის მიერ მოკლული ქალის შვილების სასარგებლოდ შსს-ს სრულწლოვანებამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა

ქმრის მიერ მოკლული მარიკა წივწივაძის დედას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს, ხოლო გარდაცვლილი ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქმის ადვოკატმა, სოფო გოგიშვილმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გოგიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და შს სამინისტროს, რომელმაც იცოდა, რომ მარიკა წივწივაძე ძალადობას ექვემდებარებოდა და მის დასაცავად არაჯეროვანი ქმედებები განახორციელა, პასუხისმგებლობა დააკისრა.

“საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გარდაცვლილ მარიკა წივწივაძის დედის, თალიკო თხელიძის სარჩელი, რომელიც ითვალისწინებდა შს სამინისტროს მხრიდან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ უწყების თანამშრომლები, პოლიციელები არაჯეროვნად რეაგირებდნენ მარიკა წივწივაძის მიერ გამოძახებებთან დაკავშირებით. ფიქსირდება 6 გამოძახება, თუმცა, არ იყო შემაკავებელი ორდერი გაცემული და არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა მოძალადის მიმართ. ჯერჯერობით მოსმართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გვაქვს ჩაბარებული და არ ვიცით, რას დაეყრდნო მოსამართლე, მაგრამ შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისთვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე“, - განაცხადა სოფო გოგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმის მასალები, გადაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოშიც, ვინაიდან მომჩივანი ფიქრობს, რომ ეს იყო სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება, რომელზე პასუხისმგებელიც სახელმწიფოა.

შეგახსენებთ, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მარიკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა