მერაბ ბოლქვაძე გენგეგმის ჯგუფის დაჯარიმებაზე - არის რამდენიმე შენიშვნა, რომელზეც გვაქვს არგუმენტირებული პასუხი

თბილისის მერიაში შეხვედრა დღეს ძალიან კონსტრუქციული იყო, რომელზეც ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ის შენიშვნები, რაც მოწოდებული აქვს მერიას - ამის შესახებ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

ბოლქვაძე გამოეხმაურა თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება საერთოდ გააუქმონ.

”დღეს იყო შეხვედრა მერიის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ კი, ილია ელოშვილთან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თურმე ჯარიმის საკითხი უკვე გამოგზავნილი იყო და მერე შევხვდით. შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და დავგეგმეთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ ის შენიშვნები, რაც მოწოდებული აქვს მერიას, იყოს გათვალისწინებული. არის იქ რამდენიმე შენიშვნა, რომელზეც ჩვენ გვაქვს არგუმენტირებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, გამოსწორდება თუ არა. დოკუმენტი ეხება ტრანსპორტის ნაწილს, ასევე ზონირების რუკას. ამაზე მინდა განვმარტო, რომ ზონირების რუკა გახლავთ ძირითადი ნახაზი, რომელიც ასახულია დღეს საიტზეც. ეს არის ძალიან ღრმა, ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც ასახულია სხვადასხვა ნახაზში, სხვადასხვა დარგობრივი მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დეტალიზების დონეზე სადამდე უნდა იყოს, აი ამაზეა საუბარი”, - განაცხადა ბოლქვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა