მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

შეძრული ვარ, ”ნაციონალური მოძრაობის”, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას. სააკაშვილი მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ეხმაურება.

”შეძრული ვარ, ”ნაციონალური მოძრაობის”, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს”, - აცხადებს სააკაშვილი.

მესტიის საკრებულოს წევრი გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ლომერ ლიგურიანის მკვლელობას წინ პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს