ილია მეორე - ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს, ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას და მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპოზიციის პატივისცემა

მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ყველამ სასიკეთო ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის, ხალხისთვის, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ფუნიკულიორზე შეკრებილ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პატრიარქის განცხადებით, ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას და მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპოზიციის პატივისცემა. სიტყვით გამოსვლისას უწმინდესმა ყურადღება პატივისცემასა და საერთო სასიკეთო საქმის კეთებაზე გაამახვილა.

„ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს, მთავრობის დადგენილება, განჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას და რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციისა. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის, იდგეთ ხალხის საკეთილდღეოდ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ერთსულოვნება სუფევდეს. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა